ჯანმრთელად ყოფნა

თუკი თქვენ გაითვალისწინებთ ქვემოთ მოცემულ მითითებებს, შეძლებთ გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვას.

4a_Hände_waschen.png

გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა ხელების რეგულარულად დაბანა საპნით. როგორც მინიმუმ ხელები უნდა დაიბანოთ საპირფარეშოდან გამოსვლის და საჭმლის ჭამის წინ.

1d_Hände.png

რეგულარულად მიიღეთ შხაპი და გაიხეხეთ კბილები დღეში სამჯერ.

სხეულის რეგულარული მოვლა თქვენ დაგიცავთ დაავადებებისაგან. თუკი კბილები გტკივათ, მიმართეთ Medic-Help-ს.

4d_Impfung.png

აცრა გვიცავს სხვადასხვა დაავადებებისაგან. რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი, მით უფრო ნაკლები ადამიანი ავადდება.

შვეიცარიის ჯანდაცვის უწყებები რეკომენდაციას გვაძლევენ შემდეგი აცრების გაკეთებაზე

  • ჩუტყვავილა
  • წითელა/წითურა/ყბაყურა
  • დიფტერია/ტეტანუსი/ყივანა ხველა
  • პოლიომელიტი
Icon_Medic_Help.png

მიმართეთ Medic-Help-ს და მიიღეთ კონსულტაცია.

4e_Geschlechtsverkehr.png

შიდსთან ერთად სხვა მრავალი დაავადება არსებობს, რომელიც სექსუალური გზით არის გადამდები. საუკეთესო თავდაცვა სქესობრივი კონტაქტისას კონდომია. არსებობს ასევე ქალთა კონდომები.

კონდომები ხელმისაწვდომია როგორც ცენტრში, ისე აფთიაქებში, სავაჭრო პუნქტებში და სუპერმარკეტების უმეტესობაში.

4f_Drogenkonsum.png

ნარკოტიკების მოხმარებისას, თუ გამოყენებულ შპრიცს მოიხმართ, თქვენ სისხლით შეიძლება დაავადება გადაგედოთ. ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა უხმარი შპრიცი.

2c_Schwangerschaft.png

თუ ორსულად ხართ, შეატყობინეთ Medic-Help-ს. ის დაგელაპარაკებათ თქვენს საჭიროებებზე და იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნოთ ბავშვის ჯანმრთელობა და დაგეგმავს თქვენს ვიზიტს ექიმ სპეციალისტთან.

1b_Wo_medizinische_Hilfe.png

რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი შვილები Medic-Hep-ში. Medic-Help ასევე დახმარებას გაგიწევთ ბავშვის კვლებისა და მოვლის საკითხებში. ამ გზით ბავშვები ჯანმრთელად იქნებიან და სწორად განვითარდებიან.