რა უნდა გააკეთოთ ავადმყოფობისას?

ყველა მიმღებ და საპროცედურო ცენტრში არსებობს სამედიცინო სპეციალისტი (Medic-Help). მიმართეთ მათ, თუკი თქვენ იღებთ მედიკამენტებს, ხართ ფეხმძიმედ, თავს ავად გრძნობთ ან გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები. აღნიშნული სპეციალისტები თქვენ გაგიწევენ მკურნალობას ან, საჭიროების შემთხვევაში, გაგაგზავნიან ექიმთან საავადმყოფოში.

იმ შემთხვევაში, თუკი Medic-Help დაკეტილია, მიმართეთ დამხმარე ან უსაფრთხოების პერსონალს. 

თქვენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები და ინფორმაციები კონფიდენციალურია.

უბედური შემთხვევისასაც პირველ რიგში მიმართეთ Medic-Help-ს. მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მიმართეთ პირდაპირ საავადმყოფოს.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენი შვილი თავს ავად გრძნობთ ან გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიმართეთ Medic-Help-ს.

 

სამედიცინო მომსახურება თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ცენტრებში

თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ცენტრებშიც არის საკონტაქტო პირი, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დეტალურ ინფორმაციებს თქვენ მიიღებთ ადგილზე.

Datenschutzerklärung