სამედიცინო მომსახურება შვეიცარიაში

შვეიცარიაში ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს სამედიცინო მომსახურება. თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ჩივილების შემთხვევაში პირველ რიგში მიმართეთ Medic-Help-ს.

თავდაპირველად ოჯახის ექიმს

შვეიცარიაში ოჯახის ექიმი დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისას მიმართვის პირველ ინსტანციას წარმოადგენს. ისინი თქვენ აღმოგიჩენენ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნიან საავადმყოფოში ან ექიმ სპეციალისტთან. 

როდესაც ოჯახის ექიმი იცნობს მისი პაციენტების დაავადებების ისტორიას, მას მკურნალობის ჩატარება უკეთესად შეუძლია. ამიტომაც დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს.

Icon_Medic_Help.png

თუკი თავს ავად გრძნობთ, ნუ წახვალთ პირდაპირ საავადმყოფოში, არამედ თავდაპირველად მიმართეთ ოჯახის ექიმს.

Icon_Medic_Help.png

გადაუდებელ შემთხვევებში ან მშობიარობისათვის მიმართეთ საავადმყოფოს.

სამედიცინო მომსახურება თავშესაფრის მაძიებელთა სხვა ცენტრებში

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაკეთებული გაქვთ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, საჭიროებთ დაცვას ან დროებით მიგიღეს თავშესაფარში, მაშინ თქვენ დააზღვევთ კანტონის ოფიციალური უწყება. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაქვთ ქვეყანაში ყოფნის ნებართვა (B- ან C-მოწმობა), საკუთარ დაზღვევაზე თქვენ თვითონ უნდა იზრუნოთ. დაზღვევა სავალდებულოა.

ექიმები და მთელი პერსონალი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა: მათ არა აქვთ უფლება თქვენი, როგორც პაციენტის ინფორმაციები, გადასცენ სხვა პირს. ამისათვის საჭიროა თქვენი თანხმობა.

Datenschutzerklärung