ავადმყოფობები

დიდი ხანია გაწუხებთ რაიმე დაავადება? რეგულარულად მოხმართ მედიკამენტებს? იტარებდით თუ არა მკურნალობას თქვენ სამშობლოში ან ლტოლვილობის პერიოდში?

Icon_Medic_Help.png

მიმართეთ Medic-Help-ს და აუხსენით თქვენი პრობლემები.

ზოგიერთი დაავადება გადამდებია. ეს ნიშნავს იმას, რომ დაავადება გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ეს შესაძლებელია მოხდეს ჰაერით, ჭუჭყიანი ხელებით, სისხლით ან სქესობრივი კავშირისას, ასევე ნაღებინებთან, ფეკალიებთან ან პირდაპირი კონტაქტის დროს.

Icon_Medic_Help.png

მიმართეთ Medic-Help-ს, თუკი აღგენიშნებათ ჩივილები. ამგვარად დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

სქესობრივი კავშირის დროს შესაძლებელია ისეთი დაავადებების გადატანა, როგორიცაა გონორეა, ჰერპესი, სიფილისი ან ქლამიდიები. ამის შედეგი შესაძლებელია იყოს სასქესო ორგანოების გამონადენი, ქავილი და შეშუპებები, დაზიანებები ან ტკივილი. თქვენ შესაძლებელია ინფიცირებული იყოთ ისე, რომ არ გქონდეთ ჩივილები.

Icon_Kondome.png

დაიცავით თავი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან: სქესობრივი კონტაქტისას ყოველთვის გამოიყენეთ კონდომი. კონდომების მიღება თქვენ შეგიძლიათ ცენტრებში ან ისინი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში, სააფთიაქო მაღაზიაში ან უმეტეს სუპერმარკეტებში.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადების ნიშნები, მიმართეთ Medic-Help-ს.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ კონდომის გარეშე სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ შესაძლებელია დაინფიცირდით სქესობრივად გადამდები დაავადებით, მიიღეთ კონსულტაცია Medic-Help-ში. ნუ დაელოდებით ჩივილების აღმოცენებას.

HIV წარმოადგენს ვირუსს, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას. თქვენ შესაძლებელია ატარებდეთ ვირუსს ისე, რომ არ გქონდეთ ჩივილები. იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ იღებთ მედიკამენტებს, შესაძლებელია თქვენი სხეული ისე დასუსტდეს, რომ ავად გახდეთ. ასეთ შემთხვევას უწოდებენ შიდსს.

დაავადების გადატანა ხდება სისხლით, კონდომის გარეშე სქესობრივი კავშირის გზით, ნახმარი, დაბინძურებული შპრიცებით ან უშუალოდ დედიდან ნაყოფზე. თუკი თქვენ ვირუსის მატარებელი ხართ, შესაძლებელია დააავადოთ სხვა ადამიანები იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ჯერ კიდევ არაფერს უჩივით.

HIV/Aids უკურნებელი დაავადებებია. მედიკამენტები გვეხმარება ვირუსის კონტროლსა და დაავადების შედეგების შემცირებაში.

Icon_Kondome.png

დაიცავით თავი HIV/Aids-გან: სქესობრივი კონტაქტისას ყოველთვის გამოიყენეთ კონდომი. კონდომების მიღება თქვენ შეგიძლიათ ცენტრებში ან ისინი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში, სააფთიაქო მაღაზიაში ან უმეტეს სუპერმარკეტებში.

Icon_Spritze.png

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების დროს ყოველთვის გამოიყენეთ სუფთა შპრიცი, რათა თავი არ დაიავადოთ.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ კონდომის გარეშე სექსის შემდეგ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ დაავადდით ან სხვები დააავადეთ HIV/Aids-ით, მიმართეთ Medic-Help-ს. ნუ დაელოდებით ჩივილების აღმოცენებას.

ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები მინიმუმ სამი კვირა ახველებენ, აქვთ სიცხე, ღამით ოფლიანობა ან კარგავენ წონას. ტუბერკულოზი გადამდებია, თუკი ჯანმრთელი ადამიანი ჩაისუნთქავს დაავადებული ადამიანის ამოხველებულ ჰაერს.

ტუბერკულოზი საშიში დაავადებაა. თუმცა, თუკი დაავადება დროულად იქნება აღმოჩენილი, ის განკურნებადია. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 6 თვე.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გაქვთ ტუბერკულოზის ნიშნები,, უკვე ერთხელ მაინც იმკურნალეთ ტუბერკულოზზე ან გქონდათ კონტაქტი დაავადებულ ადამიანებთან, მიმართეთ Medic-Help-ს.

ალკოჰოლს, ნარკოტიკებს ან სხვა სუბსტანციებს შეუძლიათ დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება. უარი თქვით ნარკოტიკების მოხმარებაზე. 

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებისას შესაძლებელია დაავადებები გადავიდეს სისხლით, მაგალითად, თუკი თქვენ გამოიყენებთ ნახმარ შპრიცს.

Icon_Spritze.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ნარკოტიკებზე, გამოიყენეთ ყოველთვის სუფთა შპრიცები, რათა თავი არ დაიავადოთ.

Icon_Medic_Help.png

დამოკიდებულებას შესაძლებელია უმკურნალოთ და შეასუსტოთ ის. მიმართეთ Medic-Help-ს.

მძიმე განცდებმა ან ძალადობამ - მაგალითად ომი, გაქცევა, წამება ან გაუპატიურება -, შესაძლებელია მიგვიყვანოს იქამდე, რომ დაავადდეს სხეული და ფსიქიკა. ამასთან ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება ან დამოკიდებულებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

ბევრ დაავადებულს უძნელდება ფსიქიკურ დაავადებებზე საუბარი. მნიშვნელოვანია, სერიოზულად მოეკიდოთ ამ საკითხს და ჩაიტაროთ მკურნალობა ისევე როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში.

ფსიქიკური დაავადებების შესაძლო ნიშანია ის, რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ცუდად გძინავთ, კოშმარებს ხედავთ, გაურკვეველი წარმომავლობის ტკივილები ან სხვა ჩივილები აღგენიშნებათ.

Icon_Medic_Help.png

ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია. მიმართეთ Medic-Help-ს.

ჩუტყვავილა მაღალი გადადების რისკით ხასიათდება. დაავადების ტიპიურ ნიშნებს განეკუთვნება სიცხე და კანის გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად იწყება წყლიანი ბუშტუკებით. ჩუტყვავილასაგან თავის დაცვა შესაძლებელია აცრის მეშვეობით.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენ შვილს ჩუტყვავილას ნიშნები გაქვთ, მიმართეთ Medic-Help-ს.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ დაავადებული ჩუტყვავილათი, გაიკეთეთ აცრა. ამისათვის მიმართეთ Medic-Help-ს.

წითელათ დაავადებული ადამიანების ტიპიურ სიმპტომებს წარმოადგენს სიცხე, გაწითლებული თვალები და კანის გამონაყარი წითელი ლაქებით. წითელასაგან თავის დაცვა შეგიძლიათ აცრის მეშვეობით.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენ შვილს წითელას ნიშნები აქვს, მიმართეთ Medic-Help-ს.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ დაავადებული წითელათი, გაიკეთეთ აცრა. ამისათვის მიმართეთ Medic-Help-ს.

დიფტერია წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების დაავადებას. არსებობს დიფთერიის ორი ტიპი: ხახის დიფტერია და კანის დიფტერია.

ხახის დიფტერიის დროს დაავადებულებს აღენიშნებათ ყელის ტკივილი, სიცხე და ტკივილი ყლაპვისას. კანის დიფტერიის შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს ნიშნას წარმოადგენს ძნელად განკურნებადი კანის დაზიანებები. დიფტერიისაგან თავდაცვა შესაძლებელია აცრის ემშვეობით.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენ შვილს დიფტერიის ნიშნები გაქვთ, მიმართეთ Medic-Help-ს.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ დაავადებული დიფტერიით, გაიკეთეთ აცრა. ამისათვის მიმართეთ Medic-Help-ს.

მუნი ფართოდ გავრცელებული კანის დაავადებაა. დაავადების გამომწვევია პარაზიტები, რომლებიც იბუდებს კანში.

სხეული რეაგირებს ძლიერი ქავილით, კანზე ბუშტუკებითა და გამონაყარით, ტიპიურ შემთხვევებში გამონაყარს ადგილი აქვს სასქესო ორგანოებზე, თითებს შორის, ხელზე და სხვა კიდურებზე, იღლიებში და ძუძუს თავებზე.

დაავადება გადადის ორ ადამიანს შორის  უშუალო კანითან კავშირით.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ან თქვენ შვილს აღგენიშნებათ მუნის ნიშნები, მიმართეთ Medic-Help-ს.

კუჭ-ნაწლავის ანთებისას ადგილი აქვს გულისრევას, ღებინებას და კუჭის აშლილობას, რასაც თან ახლავს სიცხე დ მუცლის ტკივილი. დაავადებულები მოკლე დროში დიდი რაოდენობით სითხეს კარგავენ.

Icon_Medic_Help.png

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ აღგენიშნებათ კუჭ-ნაწლავის-ანთების ნიშნები, მიმართეთ Medic-Help-ს.

Icon_Trinken.png

დალიეთ ბევრი წყალი ან ჩაი მცირე პორციებით.

Icon_Haende_waschen.png

რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით, რათა არ გადასდოთ დაავადება სხვა ადამიანებს.

არსებობს მრავალი სხვა დაავადება. აქ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაციები განსაკუთრებით გადამდები დაავადებების შესახებ.

Icon_Medic_Help.png

მიმართეთ Medic-Help-ს იმ შემთხვევაშიც, თუკი თქვენი ჩივილები არ შეესაბამება აქ აღწერილ დაავადებებს.

Datenschutzerklärung